სამედიცინო კოორდინატორი
23-06-2026 - 10-07-2026
Work rate: Complete

"Beta Plus Agency"-ი სუროგაციის პროგრამების საერთაშორისო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო კოორდინატორის პოზიციაზე რომელიც ორიენტირებული იქნება პაციენტების კოორდინაციაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://betaplussurrogacy.com/
პოზიცია: სამედიცინო კოორდინატორი

ფუნქცია მოვალეობები:

  • ნოტარიული ხელშეკრულებების დაგეგმვა და მონაწილე მხარეების ვიზიტების უზრუნველყოფა;
  • რეკრუიტერის მიერ აყვანილი სუროგატების ინფორმირება შემდგომ პროცედურებთან დაკავშირებით, კონტრაქტებისა და კითხვარების მომზადება;
  • აყვანილი სუროგატების გადანაწილება შესაბამის ექიმებთან და მათი სამედიცინო პროცედების მონიტორინგი;
  • სუროგატების კითხვარების თარგმნა და მოთხოვნის შესაბამისად, მათი გადამისამართება სამედიცინო კოორდინატორთან;
  • გაწეული სამედიცინო მომსახურების შედარება კლინიკებთან;
  • სუროგატი დედებისა და კვერცუჯრედის დონორების ჩასმა პროგრამებში და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ურთიერთობა პროგრამის კოორდინატორებთან და ექიმებთან;
  • პროგრამის სამედიცინო კოორდინაციის დაცვა ექიმთან და IP-ების ინფორმირება შესაბამისად;
  • სუროგატ/დონორებთან ურთიერთობა და მათი მონიტორინგი, ასევე მშობლებთან შეხვედრებზე მოსვლის უზრუნველყოფა;
  • პროგრამების გადატანა/ასპირაციების გეგმის მიწოდება კლინიკის ემბრიოლოგისთვის;
  • სამედიცინო კოორდინაციის ინფორმაციის შევსება ინტრანეტში საჭიროების შემთხვევაში;
  • ყოველთვიური რეპორტის მომზადება: რეკრუიტერების საბონუსე რეპორტი, სუროგატი/დონორის რეპორტი, თვის განმავლობაში საკუთარი კოორდინაციით გაწეული პროგრამების რეპორტი;
  • ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც ობიექტურად გამომდინარეობის სამედიცინო კოორდინატორის პასუხისმგებლობიდან, დაკავშირებულია ზემოხსენებულ ვალდებულებებთან ან/და საჭიროა თანამდებობრივი ინსტრუქციის, შრომითი ხელშეკრულებისა თუ შინაგანაწესით დადგენილი ვალდებულებებისა და მოთხოვნების სრულფასოვნად შესასრულებლად;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამედიცინო, მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მათთან დაკავშირებულ დარგში;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია;
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარები, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული, პროაქტიული, დეტალებზე ორიენტირებული;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება;
  • დაგეგმვისა და პროცესების მართვის უნარი;

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00)
  • სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი
  • ანაზღაურება: შერჩეული კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
  • ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ფიტპასი, ტრენინგები და კონფერენციები

გისურვებთ წარმატებებს!

Photo

Fill out the application.

Drop your file(s) here, or click to upload!
<