კლინიკური დირექტორი
01-07-2026 - 15-07-2026
Work rate: Complete

რეპროდუქციული კლინიკა "ბეტა პლუს ფერტილიტი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური დირექტორის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც აქვთ კლინიკური მენეჯმენტის განსაკუთრებული უნარები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
** სამედიცინო დაწესებულებაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა);
** სამედიცინო სფეროში არსებული რეგულაციების კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** თანამშრომელთა ზედამხედველობის, კონტროლის, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაკვირვებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკების ფუნქციონირების საერთო ზედამხედველობა;
** სამედიცინო სფეროში კლინიკების საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კონტროლი;
** მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულების მართვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტა hr@betaplusnetwork.com გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

Fill out the application.

Drop your file(s) here, or click to upload!
<